სხვა Yu Feng კომპანიები:
ვაკანსია: ღვინის ქარხნის დირექტორი

ჩვენი ღვინის ქარხანა შექმნილია 1995 წელს და მდებარეობს კახეთში, საქართველოში, 8000 წელზე მეტი ღვინის ცივილიზაციის მქონე ქვეყანაში. ქარხანას აქვს 35 ჰექტარი ვენახი და ჩვენ გვაქვს ამბიცია გავფართოვდეთ და მთელ მსოფლიოში წარვადგინოთ ჩვენი ღვინო. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ დირექტორს, რომელიც თავის თავზე აიღებს ამ ამოცანას.

ღვინის ქარხნის გამოცდილი დირექტორი პასუხისმგებელი იქნება ადგილობრივი გუნდის მომზადების გაგრძელებაში. ის იმუშავებს მჭირდო კონტაქტში ვენახის დირექტორითან. ჩვენი ღვინო 100%-ით არის წარმოებული ჩვენი სამი ვენახიდან, რომელიც მდებარეობს ალაზნის ველში და ჩვენ გვაქვს ხარისხის სრული კონტროლი. დირექტორი იქნება პასუხისმგებელი ინოვაციური სამაგიდო ღვინის შემატებაზე ჩვენ ასორტიმენტში, ჩვეულებრივი და გაზიანი, Shiraz, Tempranillo, Durif, Touriga Nacional, Touriga Nacional, ქართული ქვევრი, სომხური არენი ნუარი და თურქული ემირის ჩათვლით. ჩვენი მემკვიდრეობაა სუპერ-პრემიურ წითელი (საფერავი) და თეთრი (რქაწითელი/მწვანე) ღვინო იქნება ჩვენი მთავარი პროდუქტი. დირექტორმა უნდა აღადგინოს ჩვენი რეპუტაცია და მოახდინოს ბრენდის ასოცირება მაღალი ხარისხია ღვინოსთან, რომელიც იყო ყველაზე ცნობილი მე-19 საუკუნეში, ასევე გააკეთოს ორიენტაცია ჩვენ ელიტარულ სტუმრებზე და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.

დირექტორს ექნება მჭიდრო კავშირი ექსპორტის დირექტორთან, ასევე ჩვენი დისტრიბუტორების წარმომადგენლებთან იაპონიაში, ტაივანში, ჩინეთში და ჰონგ კონგში. 

საქრათველოს არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარე მოსახლეობით, რომლებიც ამაყობენ თავისი 8000 წლიანი ღვინის კულტურული მემკვიდრეობით. ღვინის ქარხანა მდებარეობს დიდი კავკასიონის ქედთან, სადაც არის თხილამურებზე სრიალის, ცხენზე ჯირითის, თევზაობის, ნადირობის შესაძლებლობა. დედაქალაქი, თბილისი მდებარეობს 90 წუთში სასტუმროდან, საოცარი კაფე-კულტურით, არაჩვეულებრივი სამზარეულოთი და ძველი ქალაქით, სადაც ეგზოტიკური აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. საერთაშორისო სტანდარტული სამედიცინო დაწესებულები არის ხელმისაწვდომი. პირდაპირი რეისები ევროპაში, თურქეთში, რუსეთში, ახლო აღმოსავლეთში და ჩინეთში. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან სახელფასო განაკვეთს, სატრანსპორტო საშუალებას, სამედიცინო დაზღვევას, სწავლის გაგრძელების ხელშეწყობას და ბონუსს.