სხვა Yu Feng კომპანიები:

მოსავლის მიღების შემდგომი მართვა

ავტორიტეტული. გამოცდილი. პრაქტიკული. კომერციული. YFN საქართველოს მოსავლის აღების ექსპერტებს აქვთ ათწლეულის გამოცდილება ბაღჩეულის მოსავლის მართვის  სისტემების შემუშავებისა და განხორციელების ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში. მზარდმა სამომხმარებლო მგრძნობელობა ქიმიური ნარჩენების მიმართ და მოთხოვნამ სულ უფრო და უფრო გრძელვადიანი პროდუქტების ყიდვაზე სუპერმარკეტებში, გამოიწვია მოსავლის მიღების მენეჯმენტის საჭიროება ფინანსური მდგრადობისთვის.

ჩვენი ტექნიკური ექსპერტები არიან ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან და მათ აქვთ გამოცდილება როგორც მცენარეული პროდუქტების ფიზიოლოგიაში მოსავლის ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში, ასევე კომერციულ მეურნეობაში.

როგორც წესი, ჩვენი პერსონალი მართავს პროექტებს სამფაზიანი თანმიმდევრობით:

პირველი ფაზა

მოსავლის აღებამდე ექსპერტები შეისწავლიან პროექტს და შეადგენენ სწავლების პროგრამას.

  • საჭიროებები ოპერირებისთვის, პროდუქცის, ბაზარი და ა.შ.
  • შემოწმება, აუდიტი და დოკუმენტაციის შესაბამისობა კოდექსთან და მოთხოვნებთან საკვები პროდუქტების უსაფრთხოებაზე და ხარისხზე.
  • რჩევები წარმოებაზე, დამუშავებაზე, შაფუთვაზე, დასაწყობებაზე და ტრანსპორტირებაზე, პროდუქტის ხარისხის, ვარგისიანობის და უსაფრთხოების ოპტიმიზაციისათვის.
  • რჩევები მოწყობილობებზე და ინფრასტრუქტურის დიზაინზე პროდუქტის ხარისხის ოპტიმიზაციისთვის.
  • რეკომენტდაციები ოპერაციების მიყვანა მსოფლიოში საუკეთესო დონემდე.
  • ბოსტნეულისა და ხილის გადამუშავებასთან დაკავშირებული ხედვის შესაქმნელად რამოდენიმე მოკლე ვადიანი სემინარი ჩატარება.

მეორე ფაზა

მოსავლის აღების შემდეგ დამუშავების კურსები და პროდუქტის ვარგისიანობის კურსები. ამ კურსების მოდულები მოიცავს:

მოსავლის აღების შემდეგ პროცედურა:

1. პროდუქციის ექსლუატაცია ხარისხის და ვარგისიანობის ოპტიმიზაციისთვის
2. მოსავლის აღების პრაქტიკა
3. გაყინვის წინა პერიოდი
4. დახარისხება, შეფასება, შეფუთვა
5. ფიზიკური დაზიანებების მინიმუმამდე დაყვანა
6. მოდიფიცირებული ატმოსფერული შეფუთვა
7. დასაწყობება
8. ტრანსპორტირება

საკვების უსაფრთხოება

1. საერთაშორისო რეგულაციები რომლებიც გავლენას ახდენენ საკვების უსაფრთხოებაზე და ვაჭრობაზე
2. უსაფრთხო ბოსტნეულის წარმოება
• დათესვამდე
• დასათესი ადგილის არჩევა
• ნიადაგის დიაგნოსტიკა
• სასუქი
• მორწყვა
• მოსავლის აღება
• მუშების ჰიგიენა
• მუშების სწავლება
• საერთო ჰიგიენა
• მოსავლის აღების შემდეგ მორწყვა
• გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკები
• პროდუქტის შემოწმება

მესამე ფაზა

თვალყურის დევნა აუდიტისთვის და ევალუაციისთვის.

ობიექტების და აქტივობების აუდიტი და რეკომენდაციები გაუმჯობესებისთვის.

ეს სამი ფაზა უმეტეს შემთხვევებში საკმარისი იმისთვის, რომ კომპანიამ მიიღოს შიდა და საერთაშორისო სერტიფიკატი მათი საკვების უსაფრთხოებასა და ხარისხზე.