სხვა Yu Feng კომპანიები:

YFN მებაღეობა

ჩვენი მებაღეობის განყოფილება არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული განყოფილება

ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ცენტრალ პივოტი, ჰიპოდრომული და ლატერალური მოძრავი სარწყავი სისტემები, რომლებიც დამზადებული ჩვენთვის ამ პროდუქტების მწარმოებელი საუეთესო ევროპული კომპანიების მიერ. ეს ერთეულები გამოყენებულია ევროპაში, ჩრდილოეთაფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში, და ამართლებენ მოსაზრებას, როგორც ეფექტური, მარტივი ოპერირებისთვის, იაფიანი და სანდო მოხმარებისათვის.

ჩვენ აგრეთვე ვახდენთ INTA ფერტიგაციის მიქსების დისტრიბუციას მინდვრის კულტურებისათვის, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჩვენს სარწყავ აპარტურასთან ერთად და წარმოვადგენთ ამ მანქანების მომსახურების ქსელს. ვახდენთ Sentek ნიადაგის ტენიანობის საზომის  და IRRIMAX გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი პროგრამული უზრუნველყოფის რეალიზაციას, მორწყვის რაციონალური და ეკონომიკურად ეფექტური ვარიანტის შესარჩევად. ჩვენ აგრეთვე ვყიდით წყლის ფილტრებს, გენერატორებს და ტუმბოებს ევროპიდან.

ჩვენ ვახდენთ  საქართველოში ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Humagro-ს მცენარეთა კვების, ნიადაგის თვისების გასაუმჯობესებელ და ბიოპესტიციდების დისტრიბუციას, აღნიშნული კომპანია ყიდის პროდუქტებს ამერიკაში, ევროპაში, ჩინეთში და თურქეთში.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ  ჩვენს მიერ რეალიზებული აპარატურის მომსახურების და შეკეთების სრულ სერვისს და 2 წლიან გარანტიას ნებისმიერ მოწყობილობაზე.

ამჟამად ჩვენ გთავაზობთ პირველად ქართულ ენაზე  თარგმნილ ტრაქტორის სახელმძღვანელოს და ზუსტი მიწათმოქმედების აპარატურას ქართული სერვისით, რომლებიც დამზადებულია ავსტრალიაში FarmscanAg-ს მიერ და რომელსაც აქვს ფართო გამოყენება მთელ მსოფლიოში.

ჩვენ აგრეთვე ვთავაზობთ მომხმარებელს პირველად ქართულ ენაზე არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფას ფერმის მართვის სისტემას PAM QA+, რომელიც შემუშავებულია GlobalGAP და HACCP დაცვის გასამარტივებლად რომლებიც ფართოდ არის მოთხოვნილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების მიერ. ხელმისაწვდომია პროგრამული უზრუნველყოფის როგორც კომპიუტერული, ასევე მობულური ვერსია.